II მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერისადმი ვიდეომიმიმართვისას.
კანცლერის თქმით, გერმანიის მოსახლეობამ მონაწილეობა უნდა მიიღოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"მილიონობით თქვენგანი ვერ მუშაობს. ვერ დაგყავთ თქვენი შვილები სკოლებსა და ბაღებში. დახურულია თეატრები, კინოთეატრები, მუზეუმები, რესტორნები და ალბათ ყველაზე რთული რაც არის, ვერ ვკონტაქტობთ ერთმანეთთან. ასეთი რთული ვითარების ფონზე, ყოველ თქვენგანს აწუხებს ერთი შეკითხვა, თუ როგორ გაგრძელდება ყველაფერი.
მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე მიხვდება, რომ ეს ასევე მათი ამოცანაა.
ნება მომეცით ვთქვა, რომ ვითარება ძალზედ სერიოზულიაა. გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას. გერმანიის გაერთიანების შემდეგ, მეტიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მართლაც, არ ყოფილა რაიმე გამოწვევა ჩვენი ერისთვის, რომელმაც მოითხოვა საერთო და ერთიანი მოქმედების ასეთი ხარისხი", - განაცხადა ანგელა მერკელმა.