კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა სასტუმრო დაიხურება.
არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში სამშაბათს, 24 მარტიდან შევა.
შეგახსენებთ, 14 მარტიდან ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 910 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 1 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 623 გარდაიცვალა.