კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 200 100-ს გადააჭარბა. ინფორმაციას Worldometer-ი ავრცელებს, რომლის ვებგვერდზეც კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკაა მოცემული.
ქვეყნების ხუთეული, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია გამოვენილი, ასეთია:
ჩინეთი - 80 800-ზე მეტი ინფიცირებული.
იტალია - 31 500-ზე მეტი ინფიცირებული.
ირანი - 16 100-ზე მეტი - ინფიცირებული.
ესპანეთი - 11 800-ზე მეტი ინფიცირებული.
გერმანია - 9 800-ზე მეტი ინფიცირებული.
ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობაა ასევე სამხრეთ კორეაში (8 400-ზე მეტი), შეერთებულ შტატებსა (6,500-ზე მეტი) და საფრანგეთში (7,700-ზე მეტი).
სულ კორონავირუსი გამოვლენილია მსოფლიოს 167 ქვეყანაში.
ამ მომენტისთვის გამოჯანმრთელებულია 82 800 ადამიანი. გარდაცვლილია 8010 დაავადებული.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.