ბავშვები ისევ რჩებიან დაბალი რისკის მქონდე ჯგუფად, თუმცა წარმოადგნენ რისკს დაავადების გავრცელებასათან დაკავშირებით, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, სტატისტიკაზე საუბარი ჯერ არაა, როცა 40 შემთხვევაც არ ფიქსირდება ქვეყნაში
„როდესაც შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის, ქვეყანაში რამე სტატისტიკაზე საუბარი, არასერიოზულია. როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 ათს შემთხვევაზე, იქიდან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა. ჯერ ბავშვები კვლავ რჩებიან დაბალი რისკის მქონე ჯგუფში, დაავადების მიმღებლობისა და დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით. თუმცა, ბავშვები რისკს წარმოადგენენ, რადგან მათ ძალიან მსუბუქად გადააქვთ. ისინი შეიძლება იყვნენ გავრცელების დამატებითი წყარო ბებიებისა და ბაბუებისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.