კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა მოლდოვაში.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ვიორიკა დუმბრევიანუს განცხადებით, გარდაიცვალა 60 წლის ქალი.
ბოლო მონაცემებით, მოლდოვაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. პარლამენტის გადაწყვეტილებით საგანგებო რეჟიმი 17 მაისამდე იმოქმედებს.