უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაადასტურა.
უწყების ინფორმაციით, ჩერნოვიცკის ოლქში COVID-19-ით 33 წლის ქალი გადრაიცვალა.
უკრაინაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა 13 მარტს დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 14 შემთხვევაა დადასტურებული.