შესაძლებელია მოგვიწიოს უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აშკარად გვაქვს რისკი გადაცემისა და გავრცელებისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით.
"შესაძლებელია მოგვიწიოს უფრო მკაცრი შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ასე შემდეგ.
ჩვენი ამოცანაა, რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი დრო ინფიცირებულ მოქალაქეებს უმკურნალონ ეფექტურად და მიმართვიანობა არ იყოს პიკური და იყოს პლატოსებური,"- თქვა გახარიამ და დასძინა, რომ ეს ახალი რეჟიმი ის არის, რომ თუ დაფიქსირდება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, შანსები დადგინდეს პირველი წყარო, მცირეა.