ვაშინგტონის შტატის დედაქალაქის, სიეტლის მერმა ჯენი დურკანმა განაცხადა, რომ მერია უზრუნველყოფს 6000-ზე მეტ ოჯახს 800-დოლარიანი ვაუჩერით, რომლის განაღდება შტატში მდებარე ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ ნათქვამია მერის ოფისის განცხადებაში, რომელსაც CNN-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ბენეფიტით ისარგებლებენ ოჯახები, რომლებიც ჩართულები არიან ბავშვზე ზრუნვისა და საკვებით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამებში.
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მხარი დავუჭიროთ ოჯახებს, რომ მათი სუფრა ცარიელი არ იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ვაუჩერით შესაძლებელი იქნება საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, გარდა თამბაქოსი, ალკოჰოლის, საწვავის და ლატარიის ბილეთებისა.
ვაშინგტონის შტატი შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია.