ჩინეთის საგარე საქმეთა სამინისტრო გმობს შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ COVID-19-ის "ჩინურ ვირუსად" მოხსენიებას.
"აღშფოთებულნი ვართ COVID-19-ის "ჩინურ ვირუსად" მოხსენიების გამო. არასწორია ჩინეთის სტიგმატიზაცია და უმჯობესია აშშ-მა საკუთარ საქმეზე იზრუნოს", - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.
დოლანდ ტრამპმა 16 მარტს მიკრობლოგ "ტვიტერზე" ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც COVID-19 მოხსენიებული იყო, როგორც "ჩინური ვირუსი".
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატებმა ჩინეთი გააფრთლხა და "ჭორების" გავრცელებისგან თავშეკავება ურჩია.
შეგახსენებთ, რომ პეკინი უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახალი კორონავირუსი ჩინეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს.