ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის გარდა კვლევების ჩატარება სხვაგანაც იგეგმება.
"ლაბორატორიული კვლევების ჩატარება იგეგმება როგორ ქუთაისში, ასევე ბათუმში და ასევე დამატებით თბილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. ამ ლაბორატორიის მისამართი სამწუხაროდ მე არ ვიცი, თუ არ ვცდები, ის იმყოფება ბორჯომის ქუჩაზე.
დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, ჩემი პრესსამსახური მოგაწვდით და დაიდება ჩვენს ვებგვერდზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.