კორონავირუსის გავრცელების მასშტატების გათვალისწინებით, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. იუწყება BBC-ი ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით.
ამრიგად, ტურნირი ჩატარდება 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით.
2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაგეგმილი იყო 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში