ველოდებით შედარებით მეტ გავრცელებას მოსახლეობაში - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტიკარაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში სრულყოფილად მოემსახუროს პაციენტებს.
"ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისათვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა. ეს პირველი ტალღა რეალურად სისტემას უკვე ჰყავს მიღებული. ახლა ველოდებით უკვე შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე ყველა დამატებითი საავადმყოფო აღვწერეთ, რომლებიც უნდა ჩაერთონ ამ პროგრამაში.
არის კიდევ 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24 საათიდან 48 საათში იქნება მზად. აღწერილია, როგორც ინფრასტრუქტუტული, ასევე მათი პერსონალის მზაობა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად.
დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან უკვე გაზრდილი ნაკადის მისაღებად სისტემა მზად არის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.