მსახიობი ჯარედ ლეტო აცხადებს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შესახებ დღეს შეიტყო. ამის შესახებ ლეტომ მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
როგორც აღმოჩნდა, ჯარედ ლეტო უდაბნოში 12 დღის განმავლობაში მედიტაციას ეწეოდა, რა დროსაც სრულად იყო მოწყვეტილი გარემოსამყაროსთან კომუნიკაციას.
"ვაუ, 12 დღის წინ უდაბნოში მედიტაცია დავიწყე. ჩვენ აბსოლუტურად იზოლირებულები ვიყავით. არც ტელეფონი და არც სხვა სახის კომუნიკაცი გვქონდა გარესამყაროსთან.
წარმოდგენა არ გვქონდა მსოფლიოში რაც ხდება.
გუშინ ძალიან განსხვავებულ სამყაროში მოვხვდი, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა. მე ვიღებ შეტყობინებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან და ვაცნობიერებ რა ხდება.
იმედი მაქვს ყველანი კარგად ხართ. ყველას დადებით ენერგიას გიგზავნით. დარჩით შინ. იყავით უსაფრთხოდ", - დაწერა ჯარედ ლეტომ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.