გორში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკასა და დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. სამიდან ორს სხეულის 25 % დაწვარი აქვს. კიდევ ერთ დაზარალებულს კი ფილტვის ტრამვა აქვს მიღებული.
ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი ხელოვნური სუნქვის აპარატზეა შეერთებული და მისი მოხსნა ჯერ ჯერობით არ იგეგმება. მედიკოსების განცხადებით ტრამვის სიმძიმიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.
ასევე მძიმეა მდგომარეობა დამწვრობის ცენტრში მოთავსებული კიდევ ორი დაზარალებულისა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება გორში გუშინ გვიან რამით მოხდა. რესტორან "გორში" ბუნებრივმა აირმა გაჟონა რაც აფეთქების მიზეზი გახდა. შენობა დანგრევას გადაურჩა, თუმცა მინები ჩაიმსხვრა. დაშავდა სამი ადამიანი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისინი გვიან ღამით რეანომობილებით თბილისში გადმოიყვანეს.