საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშუ იმყოფება 64 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 33 შეთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება დღეს დატოვა.