უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. დაიხურება მეტრო.
შეზღუდვები ძალაში 18 მარტს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე შევა.
"ინფრასტრუქტურის სამინისტრო 18 მარტს, 12:00 საათიდან კრძალავს სარკინიგზო და ავია მიმოსვლას, ასევე საქალაქთაშორისო და ოლქებს შორის სამგზავრო ავტობუსების მოძრაობას. აიკრძალება მეტროპოლიტენების მუშაობა.
ქალაქებში იმოძრავებენ 10-ადგილიანი სამარშრუტო ტაქსები და ტაქსები, ასევე ტროლეიბუსები, ავტობუსები და ტრამვაი 20-მდე მგზავრით", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში დადასტურებულია კორონავირუსის 5 შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.