ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. იუწყება ფრანგული ტელეკომპანია BFM TV-ი.
ტელეკომპანიის ცნობით, ლე პენმა თვითიზოლაციაში ყოფნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეხვდა იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები გამოავლინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ხუთშაბათ, მარინ ლე პენი ერთ-ერთ შეხვედრა იმ ადამიანის გვერდით იჯდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდგინდა.
ამ დროისთვის, ფრანგ პოლიტიკოსს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.