უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, შეზღუდონ მოქალაქეების მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა
"ასევე საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებს და ბარებს შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვეს თანამოქალაქეებთან", - განაცხადა ჩიქოვანმა.