ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე უნგრეთის შემდეგ მის მეზობელ სახელმწიფოებშიც არსებობს. საშიში ნივთიერებები მდინარეებმა სლოვაკეთის, ხორვატიის, სერბეთისა და რუმინეთის მიმართულებით გადაიტანეს.
დაბინძურების ხარისხი მდინარე დუნაიში საგანგაშო მაჩვენებელს ახდენს. საშიში კონდიციის გამო უნგრეთს ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე ევროკავშირიც დაეხმარება.
ტოქსიკური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების მასშტაბებს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი დაადგენს.
ალიუმინის საწარმოებში მომწამვლავი ნარჩენების მდინარეებში გადინების შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. არ არის გამორიცხული აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობაც კი გამოცხადდეს.