შეერთებულ შტატებში, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო კლინიკური კვლევის პირველი მონაწილე ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას დღეს მიიღებს. იუწყება Associated Press-ი წყაროზე დაყრდნობით.
ვაქცინას 45 წლის ჯანმრთელ მოხალისეზე გამოცდიან, რომლის თავდაპირველი მიზანი ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესწავლაა.
გვერდითი მოვლენების შესწავლის შემდეგ, ვაქცინის შემუშავება ახალი ეტაპზე გადავა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ვაქცინის სრულად ტესტირებას 12-18 თვე დასჭირდება.
კვლევას, რომელიც სიეტლში, ვაშინგტონის ჯანმრთელობის კვლევით ინსტიტუტში ატარებენ, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აფინანსებს.
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდის ფონზე, მსოფლიოს ათეულობით კვლევითი ორგანიზაცია მუშაობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე.