უკრაინული წარმოშობის ფრანგ მსახიობს, ოლგა კურილენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მსახიობმა ინსტაგრამის გვერდზე დაწერა.
"სახლში თვითიზოლაციაში ვიმყოფები კორონავირუსის დიაგნოზით. თითქმის ერთი კვირაა რაც ავად ვარ. ტემპერატურა და სისუსტე ჩემი მთავარი სიმპტომია. გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს", - დაწერა კურილენკომ.
ოლგა კურილენკოს მაყურებელი 2008 წელს ფილმ Quantum of Solace შესრულებული "ბონდის გოგონას" როლით იცნობს.