აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო, "მშვიდობის კორპუსი", აცხადებს, რომ წყვეტს მოხალისეობრივ აქტივობებს და მოხალისეებს სახლში დააბრუნებს. იუწყება BBC-ი.
ორგანიზაციის დირექტორის, ჯოდი ოლსენის განცხადებით, ამ ეტაპზე, "მშვიდობის კორპუსისთვის" პრიორიტეტულია მოხალისეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
მისივე თქმით, ორგანიზაცია საზღვარგარეთ მყოფი მოხალისეების ევაკუაციას მოახდენს.
"მშვიდობის კორპუსი" მოხალისეებს მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში სამუშაოდ და საცხოვრებლად აგზავნის.
პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მშვიდობის კორპუსი 1961 წელს დააარსა მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშესაწყობად.