ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 368 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან უმეტესობა, 252 პაციენტი, იტალიის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ლომბარდიაში ცხოვრობდა.
სულ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1800-ს მიაღწია.
ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21 157-ია.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
მანამდე კარანტინი იტალიის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში იყო გამოცხადებული.
ჯუზეპე კონტემ მოუწოდა იტალიის მოსახლეობას, სახლში დარჩნენ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ.
3 აპრილამდე ქვეყანაში დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები, აიკრძალება საჯარო შეკრებები და სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.
კარანტინის პირობებში, მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.