"ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ახლოს არის ოფიციალურ აღიარებასთან, ეს არის Remdesivir-ი, რომელსაც ამერიკაში სწავლობენ, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ეს არის "გილიადის პრეპარატი, რომელიც ამჟამად კლინიკური ტესტირების მე-3 ეტაპს გადის".
"სხვათა შორის, Remdesivir-ი "ებოლას" ვირუსის სამკურნალოდ შეიქმნა. იქ არ იმუშავა, მაგრამ აქ, მგონი მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული ხალხი სწავლობს.
ამერიკის ჯანდაცვის ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი ჩვენი პარტნიორია და მისგან ვიცით, რომ შესაძლოა, ეს მედიკამენტი იყოს ახლო მომავალში რეკომენდებული.
ჩვენც გავაგზავნეთ უკვე თხოვნა, რომ სანამ რეკომენდებული არ არის და გაყიდვაში არ არის, შესაძლოა გამონაკლისის სახით მოგვაწდონ", - განაცხადა ცერცვაძემ.
remdesivir-ის შესახებ ისაუბრა ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი თქმით, „გილიადს“ აქვს პრეპარატი გამზადებული და მას ჯერ ამერიკაში ცდიან.