ბათუმში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - განაცხადა აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი სამივე პირი საქართველოს მოქალაქეა და ისინი ევროპის მაღალი რისკგუფის ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებული პირი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში პირდაპირ აეროპორტიდან მოათავსეს და მას სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ინფორმაცა განახლდება.