დღეს, 15 მარტს ახალი კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახლა საქართველოში მლიანობაში 33 შემთხვევაა გამოვლენილი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ სამივე დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებთან.
მისივე თქმით, კარგია, რომ არ გამოვლენილა მეოთხეული შემთხვევა, როცა ადამიანმა არ იცის, ვისთან კონტაქტის შემდეგ გადმოედო ვირუსი.
"ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი კაცი და 2 ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში არ გამოვლენილა მეოთხეული შიდა გადაცემა, როცა დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ არ იცის, ვისგან გადმოედო. ა
ნუ ვთქვათ, პიროვნება გავიდა მაღაზიაში, ქუჩაში, შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული ისე, რომ არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ეს მდგომარეობა უფრო სპეციფიკურია და შემდეგ საპასუხოდ სხვა ტაქტიკას გულისხმობს. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა", - თქვა ცერცვაძემ.
საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების სულ 33 შემთხვევა გამოვლინდა.