შიდა გადაცემის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია დაფიქსირებული, სულ 5-6. ეს ბევრი არ არის, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ
მისი თქმით, ჯერ არ დაფიქსირებულა გავრცელების ის ტიპი, როდესაც პიროვნება ინფიცირდება და არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი.
"შიდა გადაცემის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია დაფიქსირებული, სულ 5-6. ეს ბევრი არ არის. ჯერ არ დაფიქსირებულა გავრცელების ის ტიპი, როდესაც პიროვნება ინფიცირდება და არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. მათი წრე ცნობილია და იმით განსხვავდება საშიში სიტუაციისგან, რომ იციან ვისგან გადაედოთ და მათთან მუშაობენ ეპიდემიოლგები," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
ლუგარის ლაბორატორიიდან ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ეს დღის ბოლოს უნდა გაირკვეს.