რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 38 მოქალაქეს აკვირდებიან, მათ შორის ერთი წლინახევრის ბავშვია. ბავშვის ოჯახმა საქართველოს საზღვარი წითელ ხიდთან გუშინ გადმოკვეთა, რის შემდეგაც კლინიკაში მოათავსეს.
ცხელება აქვს 4 პაციენტს. კლინიკის დირექტორის თქმით, იმის მიუხედავად, რომ 4 პაციენტს ცხელება აქვს, მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება. საავდმყოფოში მყოფ 38 პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.