იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში სამჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი ავრცელებს.
"დღეს ჩვენ 527 გამოჯანმრთელებული გვყავს, მათი რაოდენობა სულ 1966-ს შეადგენს", - განაცხადა ბორელიმ.
მისი ინფორმაციით, ერთ დღე-ღამაში გარდაიცვალა 175 ადამიანი. ამგვარად, სიკვდილიანობის მაჩვენებლი 30 პროცენტით შემცირდა წინა დღესთან შედარებით.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმით 3 500-ით გაიზარდა და 21 ათასს გადააჭარბა.