ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის ცოლს, მარია ბეგონია ფერნანდეს სანჩესს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ესპანეთის მთავრობის პრეს-სამსახური.
პრემიერისა და მისი ცოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე პრემიერის რეზიდენციაში იმყოფება.
მანამდე კორონავირუსი დაუდასტურდა ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის ორ წევრს - ტერიტორიული პოლიტიკის საკითხების მინისტრს კაროლინა დარიასსა და თანასწორობის საქმეთა მინისტრს ირენე მონტეროს, ასევე ვიცე-პრემიერის პაბლო იგლესიასის ცოლს.
კარანტინში იმყოფება ესპანეთის დედოფალი ლეტიცია, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებას მონტეროს მონაწილეობით.
ესპანეთში კორონავირუსი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 700-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ათასამდე დაავადებული მადრიდშია.
გარდაცვლილთა რაოდენობამ 180-ს გადაჭაარბა. ესპანეთი ევროპაში იტალიის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ესპანეთშ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.