ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ერნა სოლბერგის განცხადებით, ორშაბათიდან ნორვეგიის ყველა პორტი და აეროპორტი დაიხურება. იუწყება BBC-ი.
ერნა სოლბერგის თქმით, საზღვარგარეთ მყოფ ნორვეგიის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ, ქვეყანაში შეუშვებენ.
ამავდროულად, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ეროვნულ გადამზიდავთან, Norwegian Air-თან, რათა ჩინეთიდან სამედიცინო აღჭურვილობის შემოტანა განახორციელოს.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიაში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 907 შემთხვევაა აღრიცხული.