შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტესტის პასუხი უახლოეს ერთ-ორ დღეში ელოდება.
მანამდე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისთვის ტესტის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობდა.
"იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტს არ აქვს სიმპტომები, COVID-19-ზე ანალიზის ჩატარება ამ მომენტისთვის საჭირო არ არის", - ნათქვამია კონლის მემორანდუმში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა.
ექიმმა დაადასტურა, რომ გასულ კვირას ბრაზილიის დელეგაციასთან შეხვედრის დროს ტრამპს ჰქონდა მოკლე კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც სამი დღის შემდეგ ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.
ამის გარდა, ტრამპის კიდევ ერთ სტუმარს, რომელიც იმ საღამოს პრეზიდენტთან ერთად ერთ მაგიდასთან იჯდა, დაუდგინდა კორონავირუსი, - ამის შესახებ ცნობილი პარასკევს საღამოს გახდა, დააზუსტა კონლიმ.
მისი თქმით, ტრამპს, ვირუსის პირველ მატარებლთან შეზღუდული კონტაქტი ჰქონდა, რომელიც შემოიფარგლა ხელის ჩამორთმევით და საერთო ფოტოს გადაღებით. მ
ეორე პირთან მან უფრო მეტი დრო გაატარა, მაგრამ მათ ურთიერთობას ადგილი ჰქონდა ამ ადამიანის სიმპტომების გამოვლანამდე. ტრამპის ექიმის განცხადებით, ასეთ შემთხვევებში ინფიცირების რისკები მაღალი არ არის.
ტრამპმა არერთგზის განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არ აპირებს კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას.