ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, ასე რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თვითიზოლაციის წესების დაცვა.
"ჩამოსულებს მივმართავ კიდევ ერთხელ, მოერიდონ პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს, თავიანთი ოჯახის წევრებს. თუ თვითიზოლაციაში არიან, დაიცვან წესები.
თქვენ იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს. თუ არ ვცდები, უკვე 10-ზე მეტი ადამიანია, რომელიც იძულებით გადაიყვანეს კარანტინში, რადგან არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს.
აქედან გამომდინარე, ეს მუშაობა გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები", - განაცხადა იმნაძემ.