ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
გამოცემის ცნობით, ახალშობილი ბრიტანეთის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებული ასაკით ყველაზე პატარა პაციენტია.
ახალშობილის დედა, რომელიც ლონდონის ჰოსპიტალში მშბიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს, ასევე კორონავირუისით არის ინფიცირებული.
ახალშობილს კორონავირუსზე ტესტირება დაბადებიდან რამდენიმე წუთში ჩაუტარდა.
დედასა და ჩვილთან კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალი თვითიზოლაშიაცი იმყოფებიან.
ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია, თუ როდის მოხდა ჩვილის კორონავირუსით დაინფიცირება, მუცლად ყოფნის დროს თუ მშობიარობისას.