ამჯერად უკვე პირველად დაფიქსირდა მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის კონტაქტი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ახალი 5 შემთხვევა ისევ იტალიას უკავშირდება.
"ახალი 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. გვაქვს უკვე მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული როცაა, სამწუხაროდ ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს უკვე შიდა შემთხვევები. სიმპტომები მსუბუქია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ