კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით 16 მარტიდან იმუშავებენ შემდეგი გრაფიკით კვირაში 4 სამუშაო დღე -ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00-დან - 14:00 საათამდე, ხოლო 20 მარტიდან ანალოგიური სამუშაო გრაფიკით მუშაობას განაგრძობს მხოლოდ 28 სერვისცენტრი; ხოლო 53 სერვისცენტრი დროებით შეწყვეტს მუშაობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია და არ გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს ფოსტის ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.
ამასთანავე კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით.
აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს და მიიღოთ მომსახურება უსაფრთხოდ. სერვისის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს gpost.ge.
ამასთანავე საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრების, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით ხდება სველი წესით დასუფთავება როგორც მომსახურების, ასევე საოპერაციოდ განკუთვნილი სივრცეების.