შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
"დღეს, 15:00 საათზე, თეთრ სახლში საგანგებო პრესკონფერენციას გავმართავ, თემა - კორონავირუსი", - დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა.
ბოლსონარუ და მისი პრესმდივანე, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინდა, გასულ კვირას, ფლორიდაში დონალდ ტრამპს შეხვდნენ.