კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში. იუწყება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, გარდაცვლილია ჟიტომირის რეგიონის მკვიდრი, 71 წლის ქალი.
გარდაცვლილი ქალი საავადმყოფოში 12 მარტიდან იმყოფებოდა.
ინფორმაცია პაციენტის გარდაცვლების შესახებ დაადასტურა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ.
სამედიცინო მეთალყურეობის ქვეშ იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მასთან კონტაქტში მყოფი პირები.