ხარაგაულში, სოფელ ხუნევში მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს. იუწყება "რუსთავი 2".
იტალიიდან დაბრუნებული ქალი წყალტუბოში წაიყვანეს. ოჯახში ჯანდაცვის წარმომადგენლები და პოლიცია იმყოფებოდა. მისი გაყვანა სოფლიდან ადგილობრივებმა მოითხოვეს, მათი თქმით, მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, საფრთხეს წარმოადგენდა.
ჯანდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, მან თვითიზოლაცია გაფრთხილების შემდეგაც დაარღვია, რის გამოც ის კარანტინში გადაიყვანეს.