ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კონტინენტურ ჩინეთში 80 813-ს მიაღწია, მათგან გარდაიცვალა 3 176 პაციენტი, 64 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა.
კომიტეტის ცნობით, ქვეყანაში დაავადების სამი შემოტანილი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი - შანხაიში და ერთი პეკინში. სულ უცხოეთიდან შეტანილი ვირუსის შემთხვევები 88-მდე გაიზარდა.
ხუბეის პროვინციაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხუთივე ქალაქ უხანში. კლინიკებიდან გაეწერა 1 255 ადამიანი.
ხუბეის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის კერაა, გამოვლენილია უკვე ინფიცირების 67 786 შემთხვევა (49 991 უხანში), ამასთან, გამოჯანმრთელდა 51 553 პაციენტი, 3 062 ადამიანი კი გარდაიცვალა (2 436 უხანში).
ამ დროისათვის პროვინციაში დაავადებას 13 171 ადამიანი ებრძვის, მათგან 3 948 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა.