⛅️ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება.
? 14-15 მარტს ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარი.
? 16 მარტიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობსა და ბარში დღისით +6, +11 გრადუსამდე.
? ქ. თბილისში 13 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 14-16 მარტს დროგამოშვებით იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 მარტს +16, +18, ხოლო 16 მარტს +9,+11 გრადუსამდე დაიკლებს.


