იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა და 1016 შეადგინა. იუწყება BBC-ი იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.
ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2,651 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 189 შემთხვევა.
ამ დროისთვის, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთ რაოდენობა 15,113-ია.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
მანამდე კარანტინი იტალიის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში იყო გამოცხადებული.
ჯუზეპე კონტემ მოუწოდა იტალიის მოსახლეობას, სახლში დარჩნენ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ.
3 აპრილამდე ქვეყანაში დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები, აიკრძალება საჯარო შეკრებები და სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.
კარანტინის პირობებში, მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.