დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები.
დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10-ს მიაღწია.
ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 590 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ინგლისში 491, შოტლანდიაში - 60, ჩრდილოეთ ირლანდიაში - 20 და უელსში - 19.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ტესტირება სულ 29,764-მა ადამიანმა გაიარა.