მონტენეგრო ევროპის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არ გავრცელებულა. იუწყება ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი იგორ გალიჩი.
მისი თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების დღიდან, ქვეყანაში 2000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა შემოწმება, თუმცა კორონავირუსი არავის დაუდგინდა.
ამჟამად, 392 ადამიანი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
"კორონავირუსის დიაგნოზის დასმა ორიდან სამ საათში ხდება, ამიტომ შედეგები საკმაოდ სწრაფად ხდება ცნობილი", - დასძინა ცენტრის დირექტორმა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურდა COVID-19-ის 126 631 შემთხვევა, გარდაიცვალა 4638 პაციენტი.
11 მარტის საღამოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.