მსოფლიოში პანდემიური მდგომარეობის გამოცხადების გამო, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების სამივე მედიათეკა და ბიბლიოთეკები, 16 მარტის ნაცვლად, 1 აპრილამდე არ იმუშავებს.
პარალელურად, მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, სპეციალური ხსნარებით მუშავდება როგორც ინტერიერი, ისე ავეჯი და ტექნიკა.
დეზინფექცია უკვე ჩატარდა ვაკის, ვარკეთილისა და ნაძალადევის მედიათეკებში, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკასა და კიდევ რამდენიმე ფილიალში. აღნიშნული პროცესი ყველა ფილიალს მოიცავს.
მედიათეკების საწევრო ბარათების მოქმედების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდებ