ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, აშშ ევროპიდან უცხოელების მიღებას აჩერებს. აკრძალვა 30 დღით ამოქმედდება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა ვერ შეძლო უსაფრთხოების ისეთი ზომების ამოქმედება, რაც აშშ-მა.
დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ზომები მგზავრების როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გადაყვანის შეჩერებას გულისხმობს. ამას გარდა, შეზღუდვები შეეხება ევროპიდან აშშ-ში სატვირთო გადაზიდვებსაც.
დონალდ ტრამპმა ასევე მოუწოდა კონგრესს, მიიღოს ზომები საგადასახადო ტვირთის შესამსუბუქებლად აშშ-ის ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში.
კოორნავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა უკვე აშშ-ს 24 შტატში მოქმედებს. გარდაცვლილია 38 ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 1200-ს აჭარბებს.