ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაქ ჯაჰაინგირსს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ადგილბრივილი საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.
ამ დროისთვის, ეშაქ ჯაჰანგირი ირანის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.
იუწყებიან, რომ ვირუსით ინფიცირებულია კაბინეტის კიდევ ორი წევრი - კულტურის მინისტრი ალი აშღარ მუნესანი და ინდუსტრიისა და ბიზნესის მინისტრი რეზა რაჰმანი.
ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკოსები და სახელმწიფო თანამდებობის პირები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 8 042 შემთხვევა დაფიქსირდა