ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით კიდევ 196 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება BBC-ი. ეს არის გარდაცვალების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა იმ დღიდან, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა იტალიაში 827-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 12 462 -ს შეადგენს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
მანამდე კარანტინი იტალიის ჩრდილოეთით, ლომბარდიის რეგიონსა და კიდევ 14 პროვინციაში იყო გამოცხადებული.
ჯუზეპე კონტემ მოუწოდა იტალიის მოსახლეობას, სახლში დარჩნენ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ.
3 აპრილამდე ქვეყანაში დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები, აიკრძალება საჯარო შეკრებები და სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებები.
კარანტინის პირობებში, მუშაობას გააგრძელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.