კორონავირუსისი 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტრმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, ამ დროისთვის, 24 დადასტურებული შემთხვევაა
"სამწუხაროდ, საქართველოში კლების ტენდენცია არ გვაქვს. დღეს შემოტანილი 39 ნიმუშიდან 1-ზე ტესტმა აჩვენა დადებითი, დანარჩენი 38-ზე - უარყოფითი", - თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა რომ კიდევ არის სხვა ნიმუშები თუმცა ანალიზის პასუხები ჯერჯერობით არ არის.