ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსისა და და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტი აჩუქა - იტყობინება ჩინეთში საქართველოს საელჩო.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.